ბიუჯეტით გათვალისწინებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში ბიზნესი "აბსოლუტურად თავისუფალია", თუმცა მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაპოვნი იქნება გზები, რომ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე არ მოხდეს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში უკრაინის მსგავსად დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ, რასაც, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.
საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებს – ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და მისი წარსული პროკურატურის პოლიტიკური იარაღია.
პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურაურის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ვასაძემ დღეს გააკეთა.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს მან მოითხოვა კონკრეტულ ადამიანთა სია, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ, კომენტარი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.