მიმდინარე წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის, სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის გადასახდელად იუსტიციის სამინისტროს 22 ათასი ევრო გამოეყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ მისი ძმის დაკავებაზე შური იძია.
პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ხვიტია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ის და მისი შვილები შურისძიების ობიექტები გახდნენ.
პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოხატულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გახდეს შეშფოთების საგანი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მეორის გაკრიტიკება.
ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და ეს საქმე ერთ-ერთი მათგანია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის გახსნას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას გაკეთებულ პროგნოზთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელი ქვეყნისთვის დალხენილი წელი არ იქნება, განმარტება გააკეთა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილს და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, საკონტროლო გასროლა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძემ განახორციელა.
პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ. ახალშობილი 3.600 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. მაკა ჩიჩუამ საკეისრო კვეთით იმშობიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.