საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მხარის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თბილისის მერმა სახელფასო დანამატების გაცემაზე ბრძანება მერად არჩევიდან სულ ცოტა ხანში გამოსცა. დავით ნარმანიას ბრძანების თანახმად მერიის თანამდებობების პირებზე სახელფასო დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.
მთავარმა პროკურატურამ თენგიზ ერისთავისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია:
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალ წლამდე მისი გადაცემა ეთერში გავა და აღნიშნული პროექტით კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც იქნება აქტიური.
პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ამ კვირიდან შეუდგება. საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიარდ 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა კი უცვლელი რჩება და იგი მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას სოციალური ქსელით მიმართავს და აფრთხილებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისათვის" პოლიტიკური სივრცის მოსუფთავებით, იგი 2016 წლის არჩევნებში კრახის გარდაუვალობას თავადვე იქმნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ გუშინ (3 ოქტომბერი, 2014) გაჟღერებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა, ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ, შერიგების პროცესს არ დაეხმარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.