სანამ დასავლეთის ყურადღება უკრაინის პრობლემებზეა მიპყრობილი, აფხაზეთში ათასობით მიგრანტი ჩადის - აქ ჩუმი სამშენებლო ბუმი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბად ცხოვრობს (ჯერ კიდევ დსთ-ის მიერ 2008 წლამდე გამოცხადებული ემბარგოს გამო), სიტუაცია ისეთია, რომ ეს პატარა არაღიარებული „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკა ერთგვარ ელდორადოდაა გადაქცეული.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი დააკავა.
სააკაშვილის პრეზიდენტობისას დანიშნულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა შვედეთსა და მექსიკაში თანამდებობებიდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს. როგორც ცნობილი გახდა, შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე პოსტებს დატოვებენ.
სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს 55, 66, 84 და120 კილოგრამ წონითი კატეგორიების ფალავნებმა იასპარეზეს.
ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის გაეგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი კიევში. მისივე თქმით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.
"ყველაზე დიდი რისკი ამ ეტაპზე არის ფასების ზრდა და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ეროვნული ბანკი, მიემართა არაპოპულარული გზისთვის, რომელიც ფულის მასის კლებას ითვალისწინებს", ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია"რუსთავი2"-ს ეთერში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანულ გამოცემა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არაფრის უნარი არ შესწევს.
გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე კომპანია „ალდაგის“ მიერ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოფირებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა რამდენი დღეში გასაჯაროვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.