აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი, აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოფილი ხელმძღვანელი ჯუმბერ კოპალიანი „რიონის ხეობის მცველებს“ თანადგომას უცხადებს და მიმართავს საქართველოს ახალგაზრდობას, მიბაძონ „სამშობლოს ღირსეულ, ყოველმხრივ სამაგალითო შვილს, ვარლამ გოლეთიანს“.
„ივანიშვილი-გახარიას გუნდი იბრძვის იმისათვის, ვინ იქნება პირველი ცოლი პუტინის საერთო კარზე. ყოველთვის იყო ჰარამხანაში ჩხუბი, უფლისწულის დედა ვინ იქნებოდა, მაგრამ ვპირდები, რომ ისინი ვერ მოიმშობიარებენ უფლისწულს“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.
დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მმართველი პარტიიდან 6 დეპუტატის წასვლის შესახებ კომენტირებისას და დაამატა, რომ თავად ასე მოიქცეოდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება კრემლისა და პუტინის „სათადარიგო ვარიანტის“ ამოქმედებაა და ამის მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილის პოლიტიკური ხროვის ჩანაცვლებაა.
„ეს ჰესი, ნამახვანჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები, არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და ყველა ხეობა აოხრდა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს შემოსავალი“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდულ ორგანიზაციას (YOOUSD) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.