ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა დღეს (18 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში იგივე დარჩა, რაც გუშინ იყო და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი კვლავ 2.3157 ლარი იქნება.

სრულად...

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორს დანაზოგი დოლარში ჰქონდა და ახლა უწევთ მათი ლარში გადახურდავება. მისი თქმით, მოლოდინებს ჩვენს რეალობაში და ზოგადად ეკონომიკაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოლოდინებზე ძალიან ბევრი რამ არის დამყარებული.

სრულად...

2016 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230  შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სრულად...

ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (17 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0335 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე. იგი ამბობს, რომ "ეს ვითარება არ არის სტაბილური" და "ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს".

სრულად...

თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილ  ოფიციალურ კურსზე გაცილებით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. დღეს (15 მარტი) საღამოს 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.29 ლარად არის შესაძლებელი.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდა. გუშინდელი კურსით კი 1 აშშ დოლარის ფასი 2.4175 ლარს შეადგენდა. გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0600 ლარი შეადგინა.

სრულად...

ლარი სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს, - ეს განცხადება ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი