თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში საგრძნობლად არის დაცემული. დღეს (15 მარტი) დილიდან 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.37 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2.63 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გამყარდა.
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედდთან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა და ფონდის პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალს აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0163 პუნქტით გამყარდა.
აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს კამრან ხანს და აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0088 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელსაც „Heritage Foundation”-ის ხელმძღვანელი პირები და ამავე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემის „Economic Freedom Index”-ის მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.
ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.