საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნენსკრაჰესის" პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მსხვილი ინდური კომპანიები – Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, – პოტენციურ ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ყველა მცირე ქვეყანაში სადაც ეკონომიკა ფეხს იდგამს, ეროვნული ვალუტა საკმაოდ მგრძნობიარეა პროპაგანდის მიმართ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ერთი დოლარის ახალი ფასი 2.3771 ლარია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე ფასი მცირდება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ფიქსირდება ნავთობის ფასის კლების ტენდეციები და სადღეისოდ ნავთობის ფასი 2009 წლის თებერვლის თვის მინიმუმ მაჩვენებლამდეა დაცემული.
ქართული ლარის დევალვაციის ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რამდენად მდგარადია ქართული საბანკო სისტემა, ხომ არ დაემართებათ მათ რაიმე, ხომ არ დაკარგავენ ადამიანები თავიანთ დანაზოგებს, რომლებიც განთავსებული აქვთ ბანკებში? ეროვნული ბანკის მონაცემების გაცნობის შემდეგ ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იჩენს.
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.