ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, იუე ბინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშროლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქციის კონკრეტული შემთხვევით დაინტერსდნენ და საკითხის შესწავლა დაიწყეს, ასე ეხმაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2792 ლარად იქნება შესაძლებელი.
დამზადებულია საქართველოში - ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი გაიყიდება. ახალი საწარმო, რომელიც 4 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება იწყება, - ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონში" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლარის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა, გასაკვირი არ არის, რადგან ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია.
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება, მსხვილი ბულგარული ჰოლდინგი BACB კი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთარ დანელიამ პეკინში სტუმრობისას ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გახსნა, რომელსაც საქართველოს ოფიციალური დელგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტონგუაი ცუ და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის პრეზიდენტი იანცაი ვონგი ესწრებოდნენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, აქედან გამომდინარე, ლარის კურის მერყეობა ნორმალური პროცესია, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.