ლარის კურსი ყველაზე აქტუალური თემაა. ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ლარი მალე დასტაბილურდება. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიცია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა, თუმცა მისი შეძენა უფრო მაღალი კურსითაა შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ივლისში 39.0 მლნ ლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის გაუფასურების ტენდენციაზე კომენტირებისას განუცხადა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება საგარეო შოკებისადმი სწრაფი და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3640 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0304 ლარი შეადგინა.
"მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გააკეთა.
ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა - ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება; ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული , დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში განაცხადა.
„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.