რუსული კომპანია “ინტერ რაო”, რომელსაც მონოპოლიური პოზიციები აქვს სომხეთში ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმეში, ყიდის ამ ქვეყანაში თავის ასპროცენტიან შვილობილ კომპანიას- “სომხეთის ელექტრო ქსელს”.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის – ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს და უნიათოდ ფლანგავს წლების მანძილზე დაგროვებულ საერთაშორისო რეზერვებს.
როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დროულად ჩაბარებასა და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.
2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს და ამატებს, რომ "თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება".
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია Facebook-ზე წერს.
მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე დაანონსებული პრივატიზაციის ფარგლებში ამ დროის მონაცემებით 7 მსხვილი ობიექტი გაიყიდა.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4414 ლარს შეადგენდა.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4414 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4310 ლარს შეადგენდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.