საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 100 დღიანი მუშაობის შედეგების შეფასებისას და 2020 წლის გეგმებზე საუბრისას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედროები 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე, სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილ რაციონზე გადავიდნენ.

სრულად...

„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისთვის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სრულად...

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ 100 დღის ანგარიშზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და შესაბამის მყისიერ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 100 დღის განმავლობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ხედვას, ახალ პოლიტიკას, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს.

სრულად...

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სრულად...

ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სრულად...

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Facebook-ზე ადვოკატი დავით ასათიანი ავრცელებს. 

სრულად...

მმართველი გუნდი რაღაც მანევრებს აკეთებს, რომელიც არ არის სერიოზული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.

სრულად...

მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან, აქ საუბარია, რომ მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი და ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი