თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში“, უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის, ტურიზმის მიმართულებით B2B შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ლიბიიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც საგარეო უწყების მიერ, საზღვაო ადმინისტრაციასთან კოორდინირებით გატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად დღეს დაბრუნდნენ საქართველოში.
დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების უსამართლობით, გულგრილობით სასოწარკვეთილ 15 წლის მოზარდს თვითმკვლელობამდე რომ არ დაეწერა, - "ამ ცხოვრების დედაცო", - ამ ტრაგედიას შერაცხავდნენ, როგორც "ჩვეულებრივი" ფსიქიური აშლილობის შემთხვევად! მინდა გითხრათ, ყოველგვარი უტრირების გარეშე, 15 წლის ბიჭის ეს განწირული შეძახილი, არის დიაგნოზი ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის! ჩვენი სახელმწიფოც და საზოგადოებაც მძიმედ არის დაავადებული, ეს იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოშობს სრულ უპერსპექტივობას, უიმედობას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში, რომელიც იწვევს ემიგრაციაში წასვლის მსურველთა კატასტროფულ ზრდას!
დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
კაცობრიობა გაჭირვებაშია, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზობასთან დაკავშირებით გამართული ქადაგებისას.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გრძელდება თემატური შეხვედრები.
ინდოეთში, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ასობით ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„კი დაგვცინით სსრკს გადმონაშთები ხართო, მაგრამ ოჯახებში ვიზრდებოდით, ტრადიციულ ოჯახებში, სადაც უფროს-უმცროსობა წინა პლანზე იყო, ამიტომ მასწავლებელსაც დიდ პატივს ვცემდით“, წერს „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო გელაშვილი.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1915 წელს სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გენოციდად არ მიიჩნევს, რითაც აშშ-ის კონგრესში ახლახან გამართული კენჭისყრების შედეგები უარყო. გასულ კვირას სენატში გამართულმა კენჭისყრამ აღაშფოთა თურქეთი, რომელიც ყოველთვის უარყოფდა გენოციდს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა, რათა თავისი სიბრაზე გამოეხატა კენჭისყრის შედეგების გამო. ანკარა ვაშინგტონს „ისტორიის პოლიტიზებაში“ სდებს ბრალს.
დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.