მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას აპირებენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან შეკრებილი არიან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპროტესტებენ სასამართლოს მიერ აქციის მონაწილეებიდან 10 პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
ცხინვალის ციხეში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 6 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბენი განცმა, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ერთი თვის განმავლობაში თავადაც ვერ ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი და ქვეყნის პრეზიდენტის, რუვენ რივლინის მიერ ოქტომბერში განცისთვის მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა 20 ნოემბერს, შუაღამისას ამოიწურა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ტერიტორიაზე, სადაც ტყის მასივი იწვოდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
სამთავრობო პროგრამის „ღია დიალოგის“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ეწერში, სიქთარვაში, ღვანკითსა და რუფოთში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომდგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფერჩის ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის, სადაც მობილიზებული არიან ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით. მეხანძრეები ცდილობენ ადგილობრივი ძალებით გაუმკლავდნენ სტიქიას.
ოქრიაშვილმა თქვა გულწრფელად რასაც ესენი ფიქრობენ - დებილები ხართო თქვენ, თქვენ ვერ ხვდებით პროპორციული არჩევნები როგორ განსხვავდება მაჟორიტარულისგან, იმიტომ, რომ დებილები ხართო, ასე არ თქვა სიტყვა-სიტყვით? ამ ხალხის გამტყავებელმა ხომ დებილი გვიძახა?! - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია პირველად ტარდება და მასში ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ექსპერტ-ანალიტიკოსები, ასევე, ქართველი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. დღეს, 00:00 საათიდან 21 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩის, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.