საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში  0.0041 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სრულად...

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილს სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

სრულად...

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე- „ შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში."

სრულად...

20 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 

სრულად...

ღუდუშაურის სახელობის კლინიკა განცხადებას ავრცელებს, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას უსაფუძვლოს უწოდებს.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებთან ღია შეხვედრების დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფის დამატების შესახებ დაყენებული საკითხი გადაწყვეტილია.

სრულად...

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

სრულად...

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა. ჯეიმს ედვარდ ოგლეტორპის სახელობის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ის შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. როგორც ჯილდოს გადაცემისას აღინიშნა, “სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულების, თავდადებისა და განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის ჯილდოვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი