თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა და 13 ნოემბრით თარიღდება.
ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, ვაზიანში, ახალსოფელსა და ლემშვენიერაში არსებული სამედიცინო ცენტრების რეაბილიტაცია დასრულდა. სოფელ ახალსამგორში, თელეთში, მუხროვანსა და საცხენესში კი ახალი ტიპიური სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა მიმდინარეობს.
იმედი მაქვს, ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
დედაქალაქის მერი მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება.
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, 1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩემი, თქვენი და ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლოს და ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად მოგვარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.