საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გამყარდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მეორე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოების ბოლო დეტალები სკოლის წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის პედაგოგთან ერთად გაიარა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (Dvv international) საქართველოს ოფისის წარმომადგენელს დავით ჯიქიას შეხვდა და "ზრდასრულთა გადამზადების ცენტრის" შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსით მგზავრობაზე ფასების ზრდა პირველი დღის ეფექტი იყო და დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია.
თბილისში, N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
როგორც ცნობილია გუშინ გაგრის გენოციდთან დაკავშირებული ჩვენი აქცია არ ჩართო არც ერთმა ტელეარხმა და პრაიმ-ტაიმიდან ასევე ერთსულოვნად მოხსნა ყველამ, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
"პოლიტიკური პარტია" გირჩის წევრებმა დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანიის „შმაქსი“ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მოსახლეობის მოთხოვნით, საბავშვო ბაღს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ჯგუფი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიასაგან მოისმინა, თუ როგორ ემზადება ინსპექტორის აპარატი 2019 წლის 1-ლი ნოემბრისათვის, როდესაც შესაბამისი კანონი სრულად ამოქმედდება და აპარატიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.