საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გამყარდა.
„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა“, ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის სატელევიზიო ეთერში ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა მოინახულა საოკუპაციო ზოლი სოფელ დიდ ხურვალეთში და არსებულ ვითარებას გაეცნო.
თბილისის მერი კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახლადმოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ,მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ქართული ჯგუფი“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ გოჩა ტყეშელაშვილთან და ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს აგვარებს ან ვერ აგვარებს. ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
ახალთერჯოლასა და ჩხარის ამბულატორიებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.