„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ნულოვანი ბარიერის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ეს საჭიროა იმისათვის, რათა შეფასდეს პოლიტიკური პარტიების წონადობა.
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის ჯგუთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
საუდის არაბეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. შეტევები უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას.
დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა.
თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება შეაფასა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.