საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას „პატარა სასამართლო“ მოუწყო - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აფასებს.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის პირველი სხდომა გაიმართა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას „პატარა სასამართლო“ მოუწყო - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად საცხოვრებელი ადგილის დატოვების გამო საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის - „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო ბლოკებში ითრევენ და ამის მოტივაციად დასავლეთი „ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებს“.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს.
ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, – უთხრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეში მასთან ვანო ჩხარტიშვილის და მაშინდელი გენერალური პროკურორის თანდასწრებით შეხვედრა შედგა, სადაც ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა მას „პატარა სასამართლო“ მოუწყო.
დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
„ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისთვისაც ივანიშვილი მტერია. უბრალოდ, რთული დასაჯერებელია, რომ რაღაც ეტაპზე ისინი ისევ არ გარიგდებიან - რადგან მათ შორის პრობლემა არა პოლიტიკურ-ღირებულებითი, არამედ პირადი ხასიათისაა“, ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას დაურეკა და საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანა სთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.