საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.

სრულად...

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლებისა და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავების პირველი სამუშაო შეხვედრა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების“ ოფისში გაიმართა.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

სრულად...

გიორგი გახარიამ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველად გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამიერიდან მინისტრთა კაბინეტის წევრები ხუთშაბათობით, დილის 10:00 საათზე შეიკრიბებიან და სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრები მედიას ინფორმაციას მიაწვდიან სხდომაზე განხილულ და ასევე სხვა მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სრულად...

მოკლულია 7 ადამიანი და დაჭრილი 10 სხვა თურქეთის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. როგორც „ევრონიუსი“ რეგიონის გუბერნიის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, გზაზე დადებული მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც მას სატრანსპორტო საშუალებამ ჩაუარა, რომელსაც სოფლელები გადაჰყავდა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.

სრულად...

„TBC ბანკის“ და ახლა უკვე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“-ს დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ხუთშაბათს, მიხეილ სააკაშვილს „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ მიმართა და ურჩია, „ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს“ და „ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.

სრულად...

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და მასთან საუბრების დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ ივანიშვილი მასთან ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავის ვიწრო წრეში მოგვარებას შეეცადა, შეხვედრას კი სოლოლაკის სასახლეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

სრულად...

„ძალიან გულწრფელად მინდა ვუთხრა სააკაშვილს. პირველ რიგში მან ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს“, განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ,

სრულად...

„არ ეგონოს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული, მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ“, განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ მასსა და ივანიშვილს შორის არსებული ურთიერთობა და კონტაქტი გაწყდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი