თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა. კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.
რუსის ტანკის ლულა გვაქვს თავზე მობჯენილი და ამის გამო არც ერთი წესიერი ბიზნესი არ ეკარება საქართველოს, ვის აქვს გარანტია, რომ ლოთი რუსი პოლკოვნილი არ დაქოქავს ტანკს, - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში.
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, რომ დღეს დაფუძნებულ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა და ის მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.
საზოგადოებრივ მოძრაობაში „ლელო“ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები, – განაცხადა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა.
გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 ქართული თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ. წელს, კანადაში გამართულ 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა.
დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი.
მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებს, მართა მუცოს და კარენ აშაფენბურგს შეხვდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.