მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელოს“ დაფუძნებას ეხმიანება ბლოგერი გიორგი აღაპიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის - არამედ მთელი კლასის, ე.წ. „ახალი ქართველის“ პროექტის სრული კრახი იყო.
„პატრიოტთა“ ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურას მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, ბრაიზას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ბრაიზა დაკაწრა, ცილისწამებაა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძესა და საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შორის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines – ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გაუფასურდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ დედოფალი ელისაბედი, პარლამენტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით რჩევის მიცემის დროს, მოატყუა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც მერის წარმომადგენელ მაია გაბიძაშვილსა და სოფლის დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილი პროექტები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.