დღეს გამოქვეყნდა „Fraser Institute“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველომ ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და ტრანსპორტის მინისტრს აჩილბაი რამატოვს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლების ყოველდღიურ მონიტორინგს განაგრძობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ნახშირღელის, ჭოგნარისა და თუზის II კორპუსის-თავასის საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთო. თურმე ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე“ - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის და მისი თანამოაზრეების მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თემაზე კომენტირებისას.
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.
„ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მსგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს უძახებთ თუ აღიარებთ, რომ ქართველი ერის გარკვეული ნაწილი უცოდინარ, არაკომპეტენტურ და დროს უიმედოდ ჩამორჩენილ პოლიტიკოსებს არის აყოლილი?!“ - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას.
უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში. მისი განცხადებით დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ იმ პერიოდიდან მოყოლებული როდესაც იგი უზბეკეთში მსახურობდა როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.