საქართველო რეფორმების საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს და გააგრძელოს რეფორმები, არა მხოლოდ სამხედრო სექტორში, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ტრენინგს - „კრიზისების მართვა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ მასპინძლობს.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის, სპეციალური მიწვევით სიტყვით მიმართა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გერმანული გამოცემის „დოიჩე ველეს" მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრზე, გიორგი გახარიაზე გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია.
მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს, რომლებმაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. პარლამენტის წევრები სამუშაოს ხუთი კვირის შემდეგ, 14 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30 - 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
დეპუტატი შოთა შალელაშვილი მანდატს ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
9 სექტემბერს ონის მუნიციპლიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ საქართველო“ ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.