„ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს - ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან“, - აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

სრულად...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი.

 

სრულად...

დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

 

სრულად...

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, - წერს „ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

 

სრულად...

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხის“ ყოფილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა.

სრულად...

„თავიდან არც მეჯერა, სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხე, რომ ადამიანები ისხდნენ და ფეისბუკზე პირველი არხის წამყვანების კაბების სიგრძის მართებულობაზე მსჯელობდნენ“, - წერს „ფეისბუქზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და აცხადებს, რომ ერთხელ, კომუნისტურ ეპოქაში ეს სპექტაკლი უკვე ვნახეთ, ბევრი ვიცინეთ და მოცილებული ჭირი გვეგონა, თუმცა „თავიდან მოგვინდომეს ზომვა და წონვა“.

სრულად...

„შვიდი ნოემბრის შემდეგ მიშა გადადგა, და გახარია 20 ივნისის მერე პრემიერი ხდება?“ - ასე ეხმაურება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „არის ბიძინას მონა“ და შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნა იქნება სრული კრახი.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ „დღემდე გაოცებულია მისი სიბოროტით“.

სრულად...

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი