პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩაატაროს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
რუსეთი ტურისტული ემბარგოს გარდა, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა გაფართოებულ ფორმატში, უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები წააგო, იტყობინება BBC უახლეს შედეგებზე დაყრდნობით. ხმების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია და მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ ამომრჩეელთა 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დამარცხება აღიარა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.
უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა არჩილ თალაკვაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დარბევის შესაძლებლობის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას „უბინძურესი პროვოკაცია“ უწოდა და თქვა, რომ საქართველოში არც ერთ მედიასაშუალებას საფრთხე არ ემუქრება, გვარამიას განცხადება კი მხოლოდ საპროტესტო მუხტის ამაღლებას ემსახურება.
ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანეს, იტყობინება ამ წუთებში „რუსთავი 2“.
„ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი გენერალური დირექტორი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კუ დონჟუ გახდა, რომელმაც 191 წევრი ქვეყნიდან 108 სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.