სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს.
სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 27-მა სხვამ დაზიანებები მიიღო პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მას შემდეგ, რაც ავტობუსი, რომელსაც გერმანელი ტურისტები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია. ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის მეორე ნაწილზე, კმ100-კმ104 მონაკვეთზე.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.
პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 69 წლის ალან გარსია საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა.
პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, 69 წლის ალან გარსიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, ასევე სარდლობაში შემავალი I ქვეითი IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადის (ბატალიონების) შტაბები, საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფები, ასეულის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფები, სადაზვერვო ასეულის (ოცეულის) და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობენ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხრიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი, 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა და მგზავრები, რომლებიც გუდაურის გადასახედთან, რამდენიმე საათის განმავლობაში, თოვლის ნამქერში იყვნენ ჩარჩენილები, ამ დროისთვის უკვე თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.