ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ახლადდაგებული გზის შესახებ. მოსახლეობამ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის, ჭალადიდის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ხობის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია და კომისიის წევრები ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე სკოლას ეწვია სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების სამწლიანი პარტნიორობის საპილოტე პროგრამა ხორციელდება.
„ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე გასაჯაროებულია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს დასკვნა მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის არის დადებითი ან ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს. ყველას შეუძლია ნახოს, რომ დასკვნა არის უმძიმესი, უმკაცრესი და მასში არის ძალიან კრიტიკული შეფასებები“, განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დაავადებული და გამხმარი ფიჭვების გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი, ჯანსაღი ხეების დარგვა დაიწყო.
გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი 1000 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.