„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან „გაგდებული“, „კორუფციაში მხილებული“ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აცხადებს, რომ ნორმალური არ არის, „ასეთი უღირებულებო და ფასეულობებისგან დაცლილი ადამიანის“ „პოლიტიკურ კაპიტალად“ წარმოჩენა.
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.
თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილიზაციის გზით წავა და ამაზე პასუხისმგებელი პირადად ივანიშვილი იქნება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განიხილვა მიმდნარეობს, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პლაკატი გადმოფინეს წარწერით - „კლანი უნდა წავიდეს“.
უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციას „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მართავენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „მომავლის სახლში“ დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, თვითმმართველობის თანამშრომლები, ახალქალაქის სომხური სამოციქულო ტაძრის მღვდელი ჰოვიკ ტერ- ნარეკ, სულიერი მოღვაწე ტიგრანიანი, მიწვეული სტუმრები.
van der Steina და John Bell-ი საქართველოზე საიმიჯო კლიპს იღებენ და ასევე ამზადებენ სტატიას, რომელშიც ქვეყნის ისტორიასა და კულტურასთან ერთად გაშუქდება ქართული და მათ შორის, იმერული კულინარია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თანაინვესტირების ფონდი 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე სამი მუშის დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.