ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლები და მერიის ხელმძღვანელი პირები ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის ბაგა-ბაღს ეწვივნენ, ადგილზე გაეცნენ ბაღში არსებულ მდგომარეობას, შეამოწმეს სკოლამდელი აღზრდის სასკოლო მზაობის პროგრამის მიმდინარეობა, რომელსაც 3 აღსაზრდელი გადის. ამჟამად ბაღში 7 აღსაზრდელია.
თბილისის დიდი დიღმის დასახლებაში ნასვამი მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა და პარკირებაზე მდგომ ავტომანქანას დაეცა. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მას მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს „ფეისბუქის“ მომხმარებელი აქვეყნებს.
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში შემდგომი თანამდებობის დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალება - მაქსიმალური ვადით, რის საშუალებასაც კანონი იძლევა - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო კონტროლიორმა.
განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთი-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის სახლი გაქურდეს.. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ. პირველი" ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მასში აღნიშნულია, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.