ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს განხორციელდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი დააკავა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ისევ გავრცელებას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით ეხმაურება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და საპრევენციო სამუშაოების შესრულებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში ჩაწერის მომხრე არ იყო სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივსტი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ოხანაშვილის მსგავსი ადამიანები ბიძინა ივანიშვილს „სახელს უფუჭებენ“.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ დავით რობაქიძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ისაკაძესთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში დაბრუნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, მასთან ერთად ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი ესწრებოდნენ და რომელზეც ფოფხაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „შეთავაზება“ გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, „ვითარების დასალაგებლად“ პარტიიდან 6 ადამიანი უნდა გარიცხულიყო - მათ შორის ივანიშვილთან შეხვედრაზე მყოფები - გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და ასევე დამატებით კიდევ სამი დეპუტატი - რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.
თბილისის მერი ტაქსის მძღოლების აქციას ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მერია მზად არის, ტაქსის მძღოლებთან დიალოგის გამართვისა და მათი შეკითხვების პასუხის გაცემისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.