„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ტაქსების მძღოლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის ახალ რეფორმას აპროტესტებენ.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად სოფელ დილისკის მოსახლეობას შეხვდა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა.
ჩვენ ვართ იქ სადაც ვიყავით. მარჯვნივ და მარცხნივ ქარის ქროლვის მიხედვით არ ვიცვლებით. „დემოკრატიული მოძრაობა“ შექმნის დღიდანვე იყო დამოუკიდებელი, ეს იყო და არის პარტია რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დგას, გააჩნია თავი ეროვნული ღირებულებები და არასოდეს არავის არც მივკედლებულვართ და არც მომავალში ვაპირებთ მიკედლებას", აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას ეწვია, პედაგოგებს შეხვდა და სასწავლებელში არსებულ სასწავლო გარემოს გაეცნო.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და „ფეიკ ნიუსები“ უპასუხიმგებლო ძალებისგან, რომ ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.