საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ დანიშნა, რომ მან მასსა და პარტიის წევრებს შორის ბუფერის როლი შეასრულოს.

სრულად...

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბიზნესი იყოს დისტანცირებული პოლიტიკასთან და ასევე პოლიტიკაც არ შედიოდეს ღრმად ბიზნესში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ. პირველის" გადაცემა „პირველების" პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

სრულად...

„უმრავლესობა რაღაცნაიარად ხაფანგში მოქცეული სირაქლემასავით არის ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. ხვდებიან, რომ მაგრა ტყლაპოში სხედან და მხოლოდ და მხოლოდ არსენაშლი ტყლაპოს გუნდების სროლა აქვთ“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

სრულად...

ვანი-სულორის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე-მეშვიდე კილომეტრზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სრულად...

18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ჩატარდება. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ 18 მარტს გაიხსნება.

სრულად...

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სრულად...

„ბატონი კალაძე და ბატონი ივანიშვილი შესაძლოა ხაზარაძეზე ცუდ მდგომარეობაში და მძიმე მუხლით აღმოჩნდნენ გასასამართლებელი“, აცხადებს ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი ფული გააკეთა საქართველოში. „გლდანში რომ მიწას 1 ლარად აიღებ, აი, რა დონის ღორობაა და რა დონის თავხედობაა თქვენ წარმოგიდგენიათ?“ - ამბობს ჯანგირაშვილი.

სრულად...

თბილისში, ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა. 

სრულად...

„თიბისი ბანკზე" განხორიციელებული კიბერთავდასხმის, რომლის შესახებაც ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, გამოძიებას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი