აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ სათხის მოსახლეობას შეხვდა.
ქ. დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ზანდუკელის ქუჩის ჩიხში ასფალტის საფარის დაგების პროცესი და კეთდება გზის სავალი ნაწილი.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის პერსონალისთვის „ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების“ (LOGREP) კურსი იმართება.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
მე ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებას არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული, ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას, მის თანამოაზრეებსა და კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ჯგუფს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიის წარმომადგენლებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.
ტერეზა მეიმ პირობა მისცა დეპუტატებს, „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, თუკი ისინი უარს იტყვიან შემდეგ თვეში, 12 მარტს, თემთა პალატაში მის მიერ ბრიუსელთან მიღწეული „ბრექსიტის“ არსებული შეთანხმების მხარდაჭერაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.
უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, - ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.