ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, სასტუმრო „მეტროპოლში“ შეერთებული შატატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0170 პუნქტით გაუფასურდა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახე, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გუნდიდან თანამებრძოლების წასვლა „ცუდია“, მაგრამ აღნიშნული პროცესი გარდაუვალი იყო.
ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეხვედრაზე.
ვანის მერიის სააქტო დარბაზში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, „ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლო დაყენების საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ასევე ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება.
პაკისტანმა განაცხადა, რომ ორი ინდური საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი მფრინავია შეპყრობილი. ისლამაბადმა ასევე უარყო თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავიის ჩამოგდების თაობაზე გავრცელებული ცნობები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.