დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.
„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი - იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ", აღნიშნული განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ინდოეთი აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები წამოიწყო პაკისტანში მებრძოლების წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ჯარისკაცების ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რასაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ. ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო Fitch-ის რეიტინგში დაწინაურებას საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტი ესპანეთის ერთ-ერთი მხარის ბერგუედას რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს და „კატალონიის ტყის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრს“ უმასპინძლებს. შეხვედრა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება.
„თქვენ არ წყვეტთ აქ ვინ საუბრობს, კომიტეტის თავმჯდომარე წყვეტს", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მივიდა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, სადაც თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებზე უნდა იმსჯელონ.
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს.
პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებზე მსჯელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.