ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტავს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. მეუფე დანიელის განცხადებაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ, მთავრობასთან კონსულტაციების შესახებ კი, ყოფილ პრეზიდენტს მინიშნება არასდროს გაუკეთებია.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ფადი ასლი ამბობს, რომ ივანიშვილს ორმხრივი ინტერესი აქვს - ხელში ჩაიგდოს ერთი მხრივ ანაკლიის პორტი და მეორე მხრივ - თიბისი ბანკი.
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დრეზდენში გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს შსს-ს ერთობლივი ინიციატივით, წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე 4 ჭკვიანი და 2 გარე სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.
„გავიდეთ ქუჩაში და არ დავბრუნდეთ სახლში, სანამ ივანიშვილი და მისი ბანდა არ აღმოჩნდება გლდანის იზოლატორში“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „TV პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - „დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს.
გასულ კვირას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ინდოელ ჯარისკაცებზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქაშმირელი მუსლიმები გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან სამაგიეროს გადახდის საფრთხეები არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.