საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.
საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ეკონომიკისა და განათლების მინისტრების კრიტიკას მიეძღვნა გადაცემა „სპექტრის“ დიდი ნაწილი ოთხშაბათს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში. დავით აქუბარდიას სტუდიაში სტუმრად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იმყოფებოდა.
14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა ბულგარელ კოლეგასთან კრაზიმირ კარაკაჩანოვთან ალიანსის შტაბ-ბინაში გამართა.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველოს მიერ თავდაცვის ძალებში გატარებული რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის როლი - ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 18 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
13 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.