დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ძალიან მონდომებულები ხართ, რომ მე გუნდიდან წავიდე, მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი, ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდის რიგების დატოვებას.
ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებულ შეფასებას „გამაოგნებელი“ უწოდა და ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არანორმალურია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე „სასამართლოზე მაღლა აყენებს თავს“.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შინაგან საქმთა მინისტრმა გააკეთა.
„მე ვეღარ ვცნობ ივანიშვილს საერთოდ. იმ პერიოდში ის საკმაოდ საღად აზროვნებდა და ახლა შეცდომა შეცდომაზე, რაღაც სასწაულები ხდება“, განაცხადა ექსპერტმა და ივანიშვილის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათ საღამოს სტუმრობისას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამავრცელებლის დადგენა გამოძიებისთვის პრიორიტეტს წარმოდგენს.
„საქართველოს აქვს პატივი, იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.