საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0050 პუნქტით გაუფასურდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოხსენების დროს, ძოძუაშვილმა 2018 წელი შეაჯამა, სამომავლო გეგმებზე, ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და შექმნილი პროდუქციის თაობაზე ვრცლად ისაუბრა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მიქელაძემ ქ. ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პატარებსა და ქალაქ ნინოწმინდის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს, სოფო კილაძესა და ეკა ბესელიას შორის კამათს ჰქონდა ადგილი, რაც სოფო კილაძის მიერ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. ბესელიამ კილაძეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ბესელიამ „მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო“.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული და "დამოუკიდებლობა აღიარებული" აქვს აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი", რუსეთის ეკლესია მთელი ამ წლების მანძილზე აღიარებს, - საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს მასში შემავალ ეპარქიებად!
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს და 2018–2020 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანეს. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საბჭოზე დამტკიცდა მერების მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და მან გააკეთა განმარტება“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. მან თქვა, რომ თანამდებობიდან წავიდა მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.