ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი" მიიღეს მონაწილეობა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

სრულად...

„ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუმჯობესებს“ -ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 6.8 მლნ ევროს გამოყოფას.

სრულად...

საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, რომ ყველა გასამართლდებოდა. ინაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას რეპლიკები მოჰყვა. 

სრულად...

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა მედიას განუცხადა, შეხვედრაზე  ნატო-სა და საქართველოს თანამშროლობა, ნატო-ს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები განიხილეს.

სრულად...

„დაუნინგ სთრითზე“ #10-ის გარეთ ტერეზა მეიმ საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თემთა პალატა ოთხშაბათს მოგვიანებით, მისდამი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს, და თქვა, რომ მზად არის დაასრულოს საქმიანობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. 

სრულად...

ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება, ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

სრულად...

კონსერვატორი დეპუტატები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრისთვის ემზადება. ინფორმაციას BBC  ამ წუთებში ავრცელებს, რომლის ცნობითაც კენჭისყრა ოთხშაბათს, მოგვიანებით შედგება. მანამდე კი, ტერეზა მეი განცხადებას აკეთებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი