კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო. სწავლების დაწყება მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.
ვინც ფეხს ვერ აუწყობს სწრაფ ტემპებს, მათი ადგილი ვერ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც კითხვა დაისვა, ბუნებრივია, ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციიდან შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბერს 18:00 საათიდან ამუშავდება.
ლუქსემბურგში, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება - “ბრექსიტი“ - ბლოკის სხვა 27 წევრის თანხმობის გარეშე. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა გაკეთდეს ბრიტანეთის წევრობის პირობების შეცვლის გარეშე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ია კერზაიას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება.
„ძლიერი ეკონომიკა ძლიერი საზოგადოებისთვის - ინვესტირება საზოგადოებაში მდგრადი განვითარებისთვის“, - ასეთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს. კონფერენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები ესწრებიან.
მთავრობასა და პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც აცხადებს, რომ ანალიზის გაკეთების შემდეგ ეს ახალი ეტაპი „რაც შეიძლება მალე“ უნდა დადგეს. თუმცა იგი კონკრეტული გვარების დასახელებისაგან თავს იკავებს.
ოპოზიცია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ია კერზაიაზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა განხორციელდა და ის პოლიტიკურად იდევნებოდა.
აზერბაიჯანში ისევ გამალებით კამათობენ იმ ქალის ისტორიის შესახებ, რომელსაც მის ღალატში დაეჭვებულმა ქმარმა სცემა და თავი გადაპარსა. ამის შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, ამ დღეებში კი კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ამოტივტივდა.
„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუმცა ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო ოპოზიციამ“, განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.