საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ისევ შეძლებენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვას კრძალავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, საქართველოში, აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. რუფოთში იმყოფებოდა, სადაც ჭანკვეტაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-ა/ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა.
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებაზე, რომ ამ დროისთვის, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დაფარული აქვთ, თუმცა, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გაუფასურდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპა სიქიურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.