საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც საზოგადოება ჩააბარებს ისე, როგორც ეს ქვეყანას ეკადრება. პრემიერის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
წყალტუბოში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების კაპიტალურად მოწყობა მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმიდნარე წლის მესამე კვარტალში, მცირე ბიზნესში შემოსავლები გაორმაგდა, ანუ თითქმის 100%-ით გაიზარდა.
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტარები მიმინდია სუბელიანისა და ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრებისთვის, მათ უკეთესად ესმით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
მე აქ ვიყავი მოსული, რათა ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვები გამეზიარებინა, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გრიგოლ ვაშაძესთან და დავით ბაქრაძესთან გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.
დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი თავი, ერთადერთი გზა ამ ქვეყნის განვითარებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემა „დებატები 2018“-ში.
რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „დებატები 2018“ შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.