ნამდვილად არ ვთვლი, რომ სულელი ვარ და გავაფუჭე ის სკამი, რომელზეც ვიჯექი, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მის ხელისუფლებასა და საქართველოს მოქმედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის პარალელს ავლებს.
საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდსა და სხვა წევრებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა.
მე უკრაინას საბრძოლო იარაღი და ტანკის მკვლელები მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" გაიმართა. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ის ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოყოფასაც ეხმაურება. ამბობს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით ის ამ ორ ძალას ვერ ყოფს რადგან ორივე მათგანში ხედავს მის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია.
პატიმრობიდან 5 წლისა და 5 თვის თავზე ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-სთან ინტერვიუში მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ეჭვი მის მეგობრებს აქვს თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პირად საუბრებში მედიკოსებიც ეუბნებიან, რომ დაავადება, რომელიც მას აქვს ინფექცია იწვევს ეს ეჭვი უსაფუძვლო არაა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე და მირზა სუბელიანი, რომლის დაკავებასაც მოკლული დავით სარალიძის მამა თვეები ითხოვდა - სკანდალური ჩანაწერებიდან, რომელსაც „რუსთავი 2“ ასაჯაროებს და რომელიც სავარაუდოდ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც მირზა სუბელიანია დაპატიმრებული, ირკვევა რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მოზარდების მკვლელობის საქმე და რატომ არ არის გამოვლენილი და დასჯილი დათო სარალიძის მკვლელი. ასევე, რა როლს ასრულებს დანაშაულის დაფარვაში მირზა სუბელიანი და რა გარიგება შედგა მასსა და ხელისუფლებას შორის, რის სანაცვლოდ ჩაჯდა ის ციხეში?
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.
„ომეგა ჯგუფის" საქმე და ახალი სკანდალური ჩანაწერები საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილმა ლევან ყიფიანის ცემის შესახებ ყველაფერი იცოდა - გაერთიანებულ ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ ამ პროკურატურის პირობებში საქმეზე სიმართლე დადგინდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.