შეხვედრაში, რომელსაც ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი ესწრებოდა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეთა და ა(ა)იპ - ების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სრულად...

ლონდონის უმაღლესი სასამართლო ქონების წარმომავლობის დასაბუთებას ითხოვს აზერბაიჯანელი ქალბატონის, ზამირა ჰაჯიევასაგან, რომლის სახელი და გვარიც სასამართლოს მიერ ოთხშაბათამდე არ მჟღავნდებოდა და რომელმაც უნდა დაასაბუთოს, თუ როგორ შეძლო მან დიდ ბრიტანეთში ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ყიდვა - ჯამური ღირებულებით 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი (29 მილიონი აშშ დოლარი), იტყობინება ბრიტანეთის „პრესის ასოციაცია“.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილთან ერთად, სოფელ შოლავერში ახალაშენებული სკოლა გახსნეს.

სრულად...

ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10 ოქტომბერს იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

სრულად...

„ივანიშვილი ხშირად გვესაუბრება ნიცშეზე. მე არ ვიცი, რა წაუკითხეს ან რა წაიკითხა მის ნაშრომებში ასეთი, მაგრამ ნიცშეს არსად უწერია, პირწავარდნილი მატყუარა დაასახელე პრეზიდენტობის კანდიდატადო. ამ ქალმა ისეთ ჭაობში ჩაითრია ივანიშვილი, რომ დაიღუპება“, აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე.

სრულად...

სოხუმის თეატრში ბომბს ეძებენ. ე.წ. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საღამოს შევიდა შეტყობინება, რომ სოხუმის ჭანბას სახელობის თეატრში ბომბია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს და ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში, რათა ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი