„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების სურვილი ჰქონდა, შეეძლო ეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაეკეთებინა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და 500 მ3 რეზერვუარის მოწყობა დაიწყო.
„ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი“, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.
აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯუნგლი გოდერიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი ესწრებოდნენ.
10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიკიქური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებლი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მან ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა დააორგანიზა. როგორც ყიფიანი თბილისის პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩვენებაში აცხადებს, ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.