„ივანიშვილი კი დევს ბობსლეის ციგაზე 2020 წლისთვის, მაგრამ უღირსებობით ისევ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას. და რაც ყოფილა, იქნება კვლავაც, თუ კიდევ უარესი არა...“ -აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია გრემისხევისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობა.
„ჩემთვის ძნელია კომენტარი გავაკეთო სპეციფიკურ საქმეებზე, რომლის შესახებაც არ ვიცი, მაგრამ ის, რაც ზოგადად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
კინჩხაში სკაუტების ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მონაწილეები დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ და ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მოინახულეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქტიურ ამომრჩეველზე, განსაკუთრებით კი, მის მხარდამჭერებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლას აქვს ადგილი.
„750 მილიონი ლარი აქვს თქვენ პრემიერს მოპარული, რომელიც რეალურად საერთოდ გაუჩინარებულია, მოიკითხეთ, იქნებ სარდაფშია ჩაგდებული ის ადამიანიც“, მიმართა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სტუდიაში მის პირისპირ მსხდომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, ზვიად ძიძიგურს, მამუკა მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ვატო შაქარაშვილს.
თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს საქართველოში ნატო-საქართველოს ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.