დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა დასრულების პროცესშია. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, 311 372 ლარი დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენს სიმართლესა და პოზიციას კიდევ უფრო აქტიურად ვამტკიცებთ ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები წილისყრით იმარტება და ესე არ უნდა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მწერლის თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მწერლის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული ზ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და ,,ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის” ბრალდებულ ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, ლ.გ.-ს, თ.ვ.ს, მ.დ.-ს და გ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.